აქტიური ტურისტული სეზონის წინ Zipin Georgia -ს ზიპლაინებზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, თუმცა პანდემიამდელი მაჩვენებლების მიღწევა ჯერაც გამოწვევაა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ზრდა წინა წლებთან შედარებით ჯერჯერობით მცირეა, ხოლო ძირითადი მომხმარებლები უცხოელი ტურისტები არიან, რომლებსაც ექსტრემალური გართობა იზიდავთ.
გიორგი მერკვილაძე იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში ზიპლაინების მშენებლობა-მონტაჟის პროექტებს წარმატებულად ახორციელებს.
ამ გუნდის მიერ დამონტაჟდა და გაიხსნა კუს ტბის, ნარიყალას, კინჩხის, საირმის, მარტვილის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, მახუნცეთის და მესტიის ზიპლაინები.
მათ შორის ყველაზე გრძელი ვაკე-კუს ტბის ზიპლაინია, რომლის სიგრძეც 1200 მეტრს შეადგენს.
„ექვსი წლის წინ პირველი ზიპლაინი ავაშენეთ და დავიწყეთ აქტიური საქმიანობა. სფერო ძალიან კარგად ვითარდებოდა, მაგრამ პანდემიამ შეგვაფერხა. იმის გამო, რომ ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, ჩვენს სექტორშიც დიდი ჩამორჩენა გვქონდა.
წელს მოთხოვნა მცირედით გაიზარდა, თუმცა 2019 წლამდელი მაჩვენებლების მიღწევა ჯერჯერობით გამოწვევაა. აქტივობა გაცილებით მაღალი იყო. რაც შეეხება მომხმარებლებს, დღესდღეობით მოთხოვნის 90%-ზე მეტი უცხოელ ტურისტებზე მოდის. არც ტარიფები შეგვიცვლია", - ამბობს გიორგი მერკვილაძე Business Insider Georgia- თან.
ყველაზე ძვირი ვაკე-კუს ტბის ზიპლაინია, რომლის სერვისის საფასური 100 ლარს შეადგენს. თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და კინჩხის ჩანჩქერებზე გადაფრენა მსურველს 60 ლარად შეუძლია, ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში, ფასი 70 ლარია.
როგორც გიორგი მერკვილაძე აღნიშნავს, ზიპლაინტურები უსაფრთხოების ყველა წესისა და ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
პროცესს პროფესიონალი, სერტიფიცირებული ინსტრუქტორები მართავენ რომლებიც ტურის მონაწილეებს საჭირო ინსტრუქტაჟს უტარებენ.
გარდა ამისა, ტურის საწყის და დასრულების წერტილებში მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო კონტროლი, რაც უსაფრთხოების მონიტორინგს უფრო სრულყოფილს ხდის.
2023 წლის ბოლომდე დამატებით დამატებით 3 ზიპლაინის მოწყობა იგეგმება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში