კოვიდ-პანდემიის შედეგ გლემპებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, - აცხადებს Glamp.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მოლაშვილი.
მისი განმარტებით, Glamp.ge ბაზარზე უკვე სამი წელია ოპერირებს და ყოველწლიურად გაყიდვების მაჩვენებელი 20-დან 30%-მდე ზრდას აფიქსირებს.
„გლემპი (თანამედროვე სახლი ბუნებაში) დღეს ძალიან მოთხოვნადია და მოთხოვნა წლიდან წლამდე უფრო იზრდება. ტრადიციული სასტუმროს ტიპები, რაც დღეს საქართველოშია გავრცელებული ან თუნდაც იგივე კოტეჯის ტიპის სასტუმროები, მათზე დიდი მოთხოვნა აღარ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ურჩევნია, რომ ბუნებასთან უფრო ახლოს იყოს.
ანუ გლემპინგის მთელი იდეაც სწორედ გახლავთ, ბუნებასთან რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლოს. გლემპებზე და ზოგადად ამ მიმართულებაზე მოთხოვნა კოვიდ-პანდემიის შემდეგ დაიწყო. კოვიდის შემდეგ ადამიანებს უფრო უცხო, განსხვავებული ადგილები აინტერესებთ ვიდრე უბრალოდ გავრცელებული და პოპულარული ადგილები.
რეალურად გლემპინგის ბაზარი 10-ჯერ უფრო დიდია ვიდე დღესაა. ანუ ბაზარი უფრო მეტ მიწოდებას საჭიროებს. თუ დღეს არის 50-მდე გლემპინგ სასტუმრო, რამდენიმე ასეულიც, რომ იყოს კონკურენციასაც კი არ გაუწევენ რეალურად ერთმანეთს.
გლემპინგ სასტუმროს მოწყობა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე თუნდაც კოტეჯის ტიპის სასტუმროსი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მიწა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, ზოგს მემკვიდრეობით აქვს მიღებული, რომელსაც არც იყენებდა, მაგრამ როგორც კი გლემპინგის ტენდენცია გაჩნდა ძალიან ბევრმა ადამიანმა რაჭაში, ზემო აჭარაში დაიწყეს გლემპინგ სასტუმროების გაკეთება“, - აცხადებს Business Insider Georgia-თან გიორგი მოლაშვილი.
როგორც Glamp.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს Glamp.ge-ში შესაძლებელია, გლემპინგის კომპლექტის შეძენა, ან შეკვეთა. 1 კვ/მ-ის ღირებულება 100 დოლარიდან იწყება. ძირითადი კომპლექტაცია (რაც ყველაზე მეტად მოთხოვნადია) 1 კვ/მ კი 150 დოლარი ჯდება.
„ზოგადად გლემპი, რომლის 1 კვ/მ-ის ღირს 100 დოლარის ეს არის შიდა დათბუნების გარეშე და ვისაც გაქირავების და მისი კომერციული მიზნით გამოყენება უნდა მისთვის, უმჯობესია 1 კვ/მ 150 დოლარიანი, რადგანაც აქვს შიდა დათბუნება ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე გამოსაყენებლად. ერთი გლემპის კარკასის ღირებულება 4300 დოლარია, ხოლო შიდა მოწყობასა და შიდა პლატფორმას ამას უკვე უშუალოდ მომხმარებელი აკეთებს“, აცხადებს მოლაშვილი.
Glamp.ge-ს დამფუძნებლის თქმით, მათგან გლემპების შეძენა ძირითადად ტურისტული დანიშნულებით ხდება.
„გლემპებს ძირითადად ტურისტული დანიშნულებით ყიდულობენ, რადგანაც ღირებულება იმდენად დაბალია, რომ ჩადებული თანხის ამოღება ძალიან მალე ხდება, თუ შევადარებთ სასტუმროების ან კოტეჯის აშენებას, სადაც ინვესტიციის ამოღება შესაძლოა 20 წელიც კი გაგრძელდეს“, - აცხადებს Glamp.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.
რა განასხვავებს Glamp.ge-ს დღეს ბაზარზე და უპირატესობები აქვს კომპანიას? როგორც გიორგი მოლაშვილი ამბობს, ეს არის პროდუქციის ფასი, მიწოდების დრო და ხარისხი.
„ბაზარზე კონკურენტები გვყავს და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ბაზარი იმდენად დიდია, რომ ჯერ ასეთი შესამჩნევი კონკურენცია არ არის, რომელიც პრობლემებს შეგვიქმნიდა. რაც შეეხება ჩვენს უპირატესობებს კონკურენტებთან ეს არ არის ფასი, ასევე უპირატესობაა ის ფაქტორი, რომ ჩვენ როგორც წესი გლემპები ადგილზე გვაქვს ხოლმე და აღარ უწევთ ჩვენს კლიენტებს ლოდინი. ზოგადად შეკვეთიდან ლოდინი ხდება 1-2 თვის განმავლობაში ვიდრე პროდუქცია საქართველოში შემოვა“, - აცხადებს Glamp.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.
და მაინც რატომ Glamp.ge?
მომწოდებელი ქარხნები 10 წელზე მეტია დაკავებულნი არიან გლემპების დამზადებით, აწყობითა და დისტრიბუციით მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად Glamp.ge მომხმარებლებს მხოლოდ სანდო, გამოცდილ და დროში გამომდგარ პროდუქციას სთავაზობს, რათა გლემპინგ სისტემებმა საქართველოს რთულ კლიმატურ პირობებს გაუძლოს: ქარს, წვიმასა და მცხუნვარე მზეს.
გკემპის ექსპლუატაციის ვადა: 10-15 წელია
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში