დედაქალაქში შესაძლოა, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობა დროის გარკვეულ პერიოდში აიკრძალოს. აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია დღეს დედაქალაქის მერმა გაასაჯაროვა.
სამშენებლო ბიზნესის ნაწილი ფიქრობს, რომ შეზღუდვების გამო გადაწყობა მოუწევს, ხოლო ნაწილი კი აცხადებს, რომ გადატვირთული ტრაფიკის გამო მასალების მიწოდებას სამშენებლო მოედნებზე ღამის საათებში ახდენს.
როგორც Business Insider Georgia-სთან სამშენებლო კომპანია „ინსის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტის შესახებ ბიზნეს ასოციაციაში მსჯელობა შედგა და ქალაქში გადატვირთული მოძრაობის განსატვირთავად ბიზნესს გარკვეული გადაწყობა მოუწევს.
„ვიცი, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა. ერთი შეხედვით ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, რაღაცა ტიპის პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ მეორე მხარესაც პრობლემებია. სამშენებლო მასალების მიწოდება შესაძლოა, ნებისმიერ დროს განხორციელდეს, ამისათვის ბიზნესს გადანაწილება მოუწევს.
გამოდის, რომ მიწოდება შუადღეს ან დილით ადრე იქნება შესაძლებელი. გარკვეული გრაფიკის დაწესება მოგვიწევს, მაგრამ ამ დროისათვის არ მაქვს გაანალიზებული ახალი რეგულაცია ხარჯებს გაგვიზრდის თუ რაღაც პრობლემებს შეგვიქმნის თუ არ შეგვიქმნის.
რაღაცა დისკომფორტი არის, მაგრამ საცობებიდან გამომდინარე საზოგადოებას უფრო მეტი დისკომფორტი აქვს“, - განაცხადა ზვიად თოიძემ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში