USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა აგვისტოში ყველაზე მეტად

რა გაძვირდა აგვისტოში ყველაზე მეტად

2023-09-04 16:00:15

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ფასები გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით სასტუმროებსა და კაფე-ბარებში ფასები 7.2%-იანი ზრდა. 

საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ასევე განათლების სექტორის ფასები. საუბარია 6.9%-იან ზრდაზე.

5.7%-იანი გაძვირებაა ალკოჰოლური სასმელებისა და  თამბაქოს მიმართულებით. ფასების 5%-იანი  კლებაა საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიის, აირის ჯგუფში. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9 პროცენტი);

ფასების ზრდაა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების მხრივ. ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12.9 პროცენტი), თევზეული (9.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-26.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-7.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3 პროცენტი);

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები