ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 7 367 მეტრი (80%-ზე მეტი) უკვე გაბურღულია.
პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 5 265 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში