მთავრობა ინვესტიციის ხელშეწყობის სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს, რაც თავის მხრივ შესაბამისი კანონმდებლობის შექმნასაც ითვალისწინებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, მთავრობა, ინვესტორთა საბჭოსთან ერთად აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„უცხოური ინვესტიციები არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წყარო. იცით, რომ შარშან გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მნიშვნელოვანია, რომ ეს დონე შევინარჩუნოთ, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლადაც. ჩვენ უფრო მოქნილი და პროგნოზირებადი საინვესტიციო პოლიტიკა უნდა გვქონდეს. წელს მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე და პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო საბჭოსთან ერთად და ახალი კანონი უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღევანდელ რეალობაში არსებობს, მათ შორის როცა ყველსა ქვეყანა ცდილობს, რომ ჰქონდეს მეტი მიმზიდველობა. კარგი საინვესტიციო გარემო ალბათ საკმარისი არ არის. საჭიროა ინვესტორებთან პირდაპირი მუშაობა და ასეთი ინსტრუმენტებიც ალბათ გაჩნდება“,- განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ლევან დავითაშვილმა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში