USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველის ბაზარზე არაჯანსაღმა კონკურენციამ და ფალსიფიკაციამ სავაჭრო ქსელებში პრობლემები შეგვიქმნა - „შირაქი“

ყველის ბაზარზე არაჯანსაღმა კონკურენციამ და ფალსიფიკაციამ სავაჭრო ქსელებში პრობლემები შეგვიქმნა - „შირაქი“

2024-01-10 13:00:00

თუ ნედლი რძის პოპულარიზაცია არ მოხდა და ფალსიფიცირების მასშტაბი არ შემცირდა, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის მოცულობა შემცირდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა მისი თქმით, ქვეყანაში ყოველწლიურად ისედაც მცირდება ნედლი რძის მოცულობა, მოსახლეობა მსხვილფეხა საქონელს ჰყიდის.

„ჩვენ ირანსა და ბელორუსში დამზადებულ იმპორტირებულ რძის ფხვნილს კონკურენციას ვერ გაუწევთ. ფალსიფიკაცია თუ არ აღმოიფხვრა ქვეყანაში დარგი უკან-უკან  წავა და ნედლი რძის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. ცნობილია, რომ ნედლი რძის დეფიციტი 70% -ია“, - ამბობს ბენიაიძე.

მეწარმის ინფორმაციით, თბილისში [ფალსიფიცირებულის ჩათვლით] დღეში 20 ტონა ყველი იყიდება. „შირაქი“ 1 ტონას აწვდის თბილისს, რაც დღიური მოხმარების 3%-ია.

„შირაქის“ დამფუძნებელი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ ბაზარზე არაჯანსაღმა კონკურენციამ და ფალსიფიკაციამ კომპანიას სავაჭრო ქსელებში პრობლემები შეუქმნა.

„სავაჭრო ქსელები გვეუბნებიან, რომ ყველზე ფასები შევამციროთ, რადგან უფრო დაბალი ხარისხის ან სულაც ფალსიფიცირებული ყველი უფრო დაბალ ფასში იყიდება. ყველს ისედაც თვითღირებულების ფასში ვყიდით, რომ ქსელები შევინარჩუნოთ“, - ამბობს ბენიაიძე.

მისი თქმით, ფალსიფიკაციას და ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას გავლენა ფერმერულ მეურნეობებზეც ექნება.

„რძის მწარმოებელი 10 ფერმაა ქვეყანაში და დახურვის პირას მივლენ. მაგალითად, „შირაქის“ რძის ფერმის წარმადობა გაანახევრა, რადგან კონკურენციას ვერ ვუწევთ. 3 ტონამდე გვაქვს რძე და ნაწილს ფერმერებში ვაგროვებთ იმისთვის რომ გადავამუშაოთ და ყველი დავამზადოთ“, - ამბობს მეწარმე.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ნედლი რძის წარმოება იზრდება. 

2018 წელს რძის წარმადობამ 555.3 მილიონი ლიტრი, 2019 წელს - 561,8 მლნ ლიტრი;2020 წელს 569 მლნ ლიტრი, 2021 წელს 587მლნ ლიტრი შეადგინა. 2022 წელს რძის წარმოება 564 მლნ ლიტრამდე შემცირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები