USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაზე მაღალ ხელფასს ინფორმაცია და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულები იღებენ

ყველაზე მაღალ ხელფასს ინფორმაცია და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულები იღებენ

2023-10-10 11:09:31

2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 389.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2021 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 18.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 285.6 და 1 675.1 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 258.3 ლარით (19.2%) გაიზარდა და 1 605.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 113.8 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 52.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 601.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 10.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

2022 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 195.5 ლარით (15.9%) და 1 423.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები