USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაზე აქტიურად კადრებს გაყიდვებისა და ჰორეკა სექტორი ეძებს  - HR.GE

ყველაზე აქტიურად კადრებს გაყიდვებისა და ჰორეკა სექტორი ეძებს - HR.GE

2023-06-15 21:00:19

კადრებზე მოთხოვნა მატულობს. როგორც HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა Business Insider Georgia- თან განაცხადა, მიმდინარე წლის მაისში ვაკანსიების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

ამავე მაჩვენებლით არის გაზრდილი ანაზღაურება რითეილ სექტორში, რომელიც კადრებს აქტიურად ეძებს.

„მაისის თვე დავხურეთ, დაახლოებით 5500 ვაკანსია იყო გამოცხადებული, ივნისში, უკვე დღეის მდგომარეობით, ამ მაჩვენებელმა 6 000-ს გადააჭარბა. პირველ ადგილზე ისევ გაყიდვების სფეროა, მეორე ადგილზე არის ჰორეკა სექტორი, რომელიც ძალიან გააქტიურებულია. სექტორში აქტიურად ითხოვენ კადრებს ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა მიმტანი, ბარმენი, ადმინისტრატორის პოზიციები და სხვა.

მესამე ადგილზე მოდის ადმინისტრაციული მიმართულება, შემდეგ - ფინანსები, ჯანდაცვა და IT ტექნოლოგიები.

ტენდენცია აჩვენებს, რომ კონკურენცია გაზრდილია.

ამასთან, რითეილ კომპანიებში 15%-მდე არის ანაზღაურება გაზრდილი. ვაკანსიები ცხადდება ტოპ მენეჯერებზეც, მაგრამ ყველაზე ნაკლებად, ვინაიდან ამ სფეროში კადრების შევსება ხდება ან საკუთარი თანამშრომლების დაწინაურების საფუძველზე ან სხვა კომპანიებისგან გადმობირებით. ჯამურად, წელს ვაკანსიების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი, იმედია, ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე შეიცვლება", - აცხადებს ინგა შახბაზიანი.

რაც შეეხება IT ტექნოლოგიებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ანაზღაურებად დარგად მიიჩნევა, გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 6%-ს არ აღემატება. შახბაზიანის თქმით, შეიცვალა მითითებული პირობების შინაარსიც, რადგან თუ აქამდე დამსაქმებლები ხელფასს თითქმის არასდროს უთითებდნენ, წელს ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები