USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მანქანაზე დამოკიდებულება - ვიქტორ წილოსანი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მანქანაზე დამოკიდებულება - ვიქტორ წილოსანი

2024-02-14 21:32:00

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე მოვაწესრიგოთ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მანქანაზე დამოკიდებულება, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა  განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება იქნება მუდმივი პროცესი.

„დღეს გადაადგილება გაცილებით მარტივი და კომფორტულია, ვიდრე გასული თვეების განმავლობაში იყო. ფაქტია ისიც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 200 ათასიდან 650 ათასამდე გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. სამწუხაროდ, ეს რაოდენობა მზარდია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე მოვაწესრიგოთ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მანქანაზე დამოკიდებულება. ამის ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობაა პირველი ეტაპი, რაც ეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას და ეს ეტაპი, დასასრულს უახლოვდება, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება იქნება მუდმივი პროცესი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარება, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების შექმნას, დაახლოებით 60 პროცენტია შექმნილი, დაახლოებით ერთნახევარჯერ გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები