USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყვარელში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

ყვარელში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

2024-05-20 16:14:00

18 მაისს - მუზეუმების საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სკოლებს უმასპინძლა. მოსწავლეებს შორის იყვნენ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები.

შეხვედრის მთავარი მასპინძელი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო.

მუზეუმში მისულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ 1918-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში გამოშვებული სახელმწიფო და კორპორატიული ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების ისტორიას. ასევე, ქართული ფულის წარმოშობის ისტორიას, მისი დამზადების ამბებს და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც მოინახულეს. ახალგაზრდებმა მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებიც დაათვალიერეს, რომლებიც ფართოდაა წარმოდგენილი ფულის მუზეუმში.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ფულის როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტის და ხელოვნების ნიმუშის პოპულარიზაციას, ასევე წარმოაჩენს მისი განვითარების დონეს საქართველოს ისტორიაში.

გამოფენა ყვარლის ფულის მუზეუმში 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და ვიზიტორებს ხუთშაბათიდან - ორშაბათის ჩათვლით 09:00 -18:00 საათამდე უმასპინძლებს.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები