USD 2.7813

EUR 2.8736

TRY 0.0773

GBP 3.453

RUB 0.028678

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყიფშიძის N2-4-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე კეთილმოეწყო

ყიფშიძის N2-4-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე კეთილმოეწყო

2023-08-16 13:21:01

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-4-ში სკვერისრეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, რეკრეაციული სივრცე 3 500 კვ.მ ფართობზე განახლდა. 

დასრულებულ სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ. 

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და სარწყავი სისტემები.

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სივრცეში განახლდა სპორტული მოედანი და მოეწყო ფიტნეს ზონა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდა ძაღლების სასეირნო სივრცე, დაირგო ხე-მცენარეები და დაიგო ბალახი. 

რეკრეაციული სივრცისა და სპორტული მოედნის პროექტის ღირებულება 510 000 ლარს შეადგენს. 

საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად, ადგილზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძეი მყოფებოდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები