თენგიზისა და კოროლევის ნავთობსაბადოების ოპერატორმა Tengizchevroil-მა, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის დაწყება ვერ შეძლო.
ყაზახურ მედიას Tengizchevroil-ის მმართველმა დირექტორმა კევინ ლიონმა განუცხადა, რომ მიწისძვრამ თურქეთში ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის ჯეიჰანის ტერმინალი.
მან დასძინა, რომ კომპანიას ამჟამად არ შეუძლია საცდელი მიწოდების დაწყება, ამიტომ ეს მარშრუტი რჩება უმოქმედო.
Tengizchevroil-ი ცდილობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას არსებული საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაციისთვის.
Chevron ფლობს Tengizchevroil-ის 50%-იან წილს, ExxonMobil Kazakhstan Ventures Inc-ს 25%-იან წილს, ხოლო ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიები KazMunayGas და Lukarco შესაბამისად 20%-ს და 5%-ს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება