USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების იმპორტი 4 თვით აკრძალა

ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების იმპორტი 4 თვით აკრძალა

2023-02-09 12:04:13

ყაზახეთი, ყველა სახის ტრანსპორტით გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების ექსპორტს 4 თვის ვადით აკრძალავს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა განაცხადა.

შესაბამისი ბრძანება 8 თებერვალს გამოქვეყნდა, რომელიც პირველი ოფიციალური გამოქვეყნებიდან ათი კალენდარული დღის შემდეგ ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში 2021 წლის 21 ნოემბრიდან 2022 წლის 21 მაისამდე ბენზინის, დიზელის საწვავის, ასევე გარკვეული სახის ნავთობპროდუქტების ექსპორტი რესპუბლიკის ტერიტორიიდან საავტომობილო გზით იყო აკრძალული. მოგვიანებით აკრძალვა კიდევ ექვსი თვით გაგრძელდა.

მოგვიანებით, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აკრძალვა ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფისა და ყაზახეთის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ამოქმედდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები