ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლიცენზირებული საწარმოების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ხორბლის რკინიგზით შემოტანის უფლება აქვთ.
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარეობს მარცვლეულის გადამამუშავებელი და მეფრინველეობის საწარმოების ნუსხის ფორმირება და განახლება.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ყაზახეთის ტერიტორიაზე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვა გახანგრძლივდა.
ხორბლის იმპორტი დაიშვება მხოლოდ ლიცენზირებულ მარცვლეულის გადამამუშავებლებზე და მეფრინველეობის საწარმოებზე.
ხორბლის სარკინიგზო იმპორტზე აკრძალვა 11 ოქტომბრიდან ექვსი თვე იქნება ძალაში.
ასევე გახანგრძლივდა მესამე ქვეყნებიდან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან ხორბლის იმპორტის სრული აკრძალვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რკინიგზით იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები ყაზახეთის ტერიტორიაზე ტრანზიტულ გადაზიდვებს არ ეხება.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა