USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს ამცირებს

ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს ამცირებს

2023-09-24 12:00:32

დაბალი მოსავლიანობის გამო ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს შეამცირებს, - ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის მინისტრმა აიდარბეკ საფაროვმა განაცხადა.

„საექსპორტო პოტენციალი, რა თქმა უნდა, შემცირდება მოსავლიანობის შემცირების გამო“, - განაცხადა საპაროვმა მედიასტან შეხვედრაზე

„თუმცა, მარცვლეულის მოცულობა, რომლის ექსპორტსაც ვგეგმავთ, ასევე საკმარისი იქნება ჩვენი პოზიციის შესანარჩუნებლად ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე“, - აღნიშნა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

მოგვიანებით საფაროვმა განმარტა, რომ 2023/2024 მარკეტინგული წლის ექსპორტის პროგნოზი 6 მილიონი ტონაა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან გასული წლის მოსავლიდან დაახლოებით 7 მილიონი ტონა მარცვლეული გავიდა.

მანამდე ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022/2023 მარკეტინგულ წელს 9-9,5 მილიონი ტონა მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტის შესახებ განაცხადა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები