კომპანია PSP-სა და Lib.ge აკადემიის ონლაინ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმსა და ფშავ-ხევსურეთის სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების გაკვეთილებიჩაუტარდებათ. გაკვეთილებს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, ლელა კოტორაშვილი წაუკითხავს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მოწვეული მწერლების და გიორგი კეკელიძის სტუმრობას ამ რეგიონის სოფლებში და საჯარო ლექციების ჩატარებას.
„PSP განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში, ახალგაზრდული გაერთიანებების, ახალგაზრდული პარლამენტის, უნივერსიტეტების თვითმართველობისღონისძიებებში. განათლების და წიგნიერების პოპულარიზაციის სატელევიზიო პროექტების მუდმივი მხარდამჭერია. ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელმაც ეროვნულბიბლიოთეკას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის სასკოლო წიგნები გადასცა. Lib.ge-სთან გაფორმეული შეთანხმება საშუალებას მოგვცემს, მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორცილდეს“- განაცხადა PSP ფრამას დირექტორმა ვაჟა ოქრიაშვილმა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში