USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
PSP-მ 44 584 კოლოფი თურქული იაფი მედიკამენტების ახალი პარტია შემოიტანა

PSP-მ 44 584 კოლოფი თურქული იაფი მედიკამენტების ახალი პარტია შემოიტანა

2023-05-11 12:32:28

კომპანია PSP-მ თურქეთიდან 34 დასახელების მედიკამენტი, 44 584 კოლოფი, შემოიტანა. დღეს PSP-ს სააფთიაქო ქსელში ქართველ მომხმარებლებს 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს. 

„თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანისდაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. 

ახალი რეგულაციის ამოქმედების დღიდან, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, PSP-მ შემოიტანა 315 დასახლების, 11 მლნ ლარზე მეტი მეტი ღირებულებისიაფი მედიკამენტი თურქეთიდან, რაც ჯამში 500 000კოლოფზე მეტ პრეპარატს შეადგენს . 

PSP-ს მთავარი ორიენტირი მოხმარებელია, სწორედ ამიტომ არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში ვაწვდითმომხარებელს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ფართო არჩევანს. 

თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის მიზნით, კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს კომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; რეგისტრირებული დასახელებების ზრდის პარალელურად, 10-მდე კომპანიასთან თვიდან თვემდე მუდმივად მზარდი იმპორტის მოცულობით თანამშრომლობს“- აცხადებენ PSP-ში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები