USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროგრამა ,,დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღებას იწყებს

პროგრამა ,,დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღებას იწყებს

2023-10-24 13:31:08

პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 30 ოქტომბერს 12:00 საათიდან დაიწყება და 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტოს Fscebook-ზეა ხელმისაწვდომი. 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით +10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული

 განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ბმულზე: https://my.rda.gov.ge/signin

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://rda.gov.ge/programs/305853-danerge-momavali

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები