USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2023-02-22 22:00:50

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება 2023 წლის 18 თებერვალს ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. კანონიერი ქურდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე არ შეუძლია პირისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა.

როდესაც არსებობს ასეთი დასკვნა, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები ერთნაირად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად მათი საქმიანობისა.

პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები