USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრემიერ-მინისტრი APM  Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს

პრემიერ-მინისტრი APM Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს

2023-06-29 13:36:12

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APM  Terminals-ის აღმასრულებელ დირექტორს კის სვენდსენს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და APM  Terminals-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. 

 

საუბარი შეეხო საქართველოში სანავსადგურო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას.  ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ნავსადგურების ღიაობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, რა მიმართულებითაც APM Terminals-ის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

 

შეხვედრას APM Terminals Poti-ის მმართველი დირექტორი ხულიან ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები