USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პოლონური მხარე მზადაა საქართველოში დაგეგმილ ტექნოლოგიურ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა

პოლონური მხარე მზადაა საქართველოში დაგეგმილ ტექნოლოგიურ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა

2023-09-14 18:01:40

ვარშავაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი, საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია, NCBR-ის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის ორი მსგავსი პროფილის სააგენტოს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას.

შეხვედრას, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი დიანა ბალარჯიშვილი ესწრებოდა.

GITA-ს ხელმძღვანელმა, პოლონელ კოლეგებს, ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს, მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა, მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, რაც მომავალში გაზრდის საინვესტიციო კაპიტალს და წაახალისებს კერძო საწარმოებს გაააქტიურონ და გააფართოვონ ბიზნესი.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა, საქართველოში დაგეგმილი ახალი პროექტების განხორციელებაზე, რაც ტექნო პარკების, ლაბორატორიებისა და სხვა საინოვაციო სტრუქტურების განხორციელებას ითვალისწინებს.

პოლონური მხარის წარმომადგენლებმა, ქართველ კოლეგებს ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და სხვადასხვა ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა შესთავაზეს

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები