უახლოეს პერიოდში თბილისში fresh იოგურტებისა და შეიკების ბარი BE•YO/ ბიო იო ორ ახალ ფილიალს გახსნის. ბრენდი გაფართოებას გააგრძელებს მომავალშიც.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ფხაკაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, 2024 წლის იანვარში ახალი ფილიალი ბათუმშიც გაიხსნება.
„ერთი წელია, რაც ბაზარზე ვართ და მოთხოვნა ამ ხნის განმავლობაში მკვეთრად არის გაზრდილი, რის საფუძველზეც გაფართოება გადავწყვიტეთ. პირველი ვართ ბაზარზე, ვინც 100%-ით ნატურალურ, გაყინულ იოგურტებს და შეიკებს ვთავაზობთ მომხმარებელს და ინტერესი დიდია. მსგავსი კონცეფცია უცხოური ქვეყნების ბაზრისთვის ძალიან ცნობილია, ამიტომ როცა ბიზნესს ვიწყებდით, ძირითადად ტურისტებზე იყო გათვლა, გვინდოდა ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული იოგურტები და შეიკები საქართველოშიც ხელმისაწვდომი გაგვეხადა. თუმცა ქართველმა მომხმარებელმაც კარგად მიგვიღო, მოთხოვნის ნახევარზე მეტი სწორედ ადგილობრივ მოქალაქეებზე მოდის“, - ამბობს ლაშა ფხაკაძე.
მისი ინფორმაციით, ტურისტები მომხმარებლების 40%-ს შეადგენენ. გარდა იოგურტებისა და შეიკებისა, BE•YO მომხმარებელს მრავალფეროვანი გემოს მქონე, ვიტამინებით გაჯერებული უგემრიელესი bubble tea-ის სთავაზობს.
კომპანია ქართულ ბაზარზე 2 ობიექტით არტის წარმოდგენილი ,,გალერეა თბილისსა“ და ლესელიძის ქუჩაზე. რიგით მესამე ფილიალი ივლისში გაიხსნება.
ამ ეტაპზე კომპანიაში 20 ადამიანია დასაქმებული, როგორც ხელმძღვანელი აღნიშნავს, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.
ცნობისთვის, BE•YO ებრაულ-ქართული ჰოლდინგის TSUR GROUP- ის მფლობელობაში არსებული კომპანიაა. ჰოლდინგი საქართველოში დივერსიფიცირებული სახის ბიზნესს ახორციელებს.
ჯგუფის საქმიანობა საქართველოში 2020 წლიდან იწყება. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები მათ შორის: „არომაკო“, „ბიზნეს ლაბორატორია“, „ნამი 8“, „მასორი“, „ჯორჯიან ინვესტმენტ“, „ბი იო“ და „მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი“.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში