USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად საქართველოში, ვიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტს გამართავს

პირველად საქართველოში, ვიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტს გამართავს

2023-10-04 17:11:17

საქართველოში პირველად, ვიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტს 14-15 ოქტომბერს, თბილისში გამართავს. სამიტი გააერთიანებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან თემებს. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 15-მდე საერთაშორისო ექსპერტი ეწვევა. 

სამიტის მთავარი დანიშნულება ჯანმრთელობის ჰოლისტურ ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რადგან ხანგრძლივი და სავსე ცხოვრება სწორედ ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობით მიიღწევა.

ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტში გაერთიანებული 1000-მდე ადამიანისთვის ვიანი ინოვაციური ხედვების გაზიარებისა და უახლესი მიდგომების განხილვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.  სამიტის ფარგლებშიწარმოდგენილი იქნება: სესიები, სამედიცინო კონფერენციები, მასტერკლასები და ვორქშოპები ჯანმრთელობაზე, ნუტრიციასა და სწორ კვებაზე, ცხოვრების აქტიურ წესსა და მის გავლენაზე.

პირველად საქართველოს აუდიტორიისთვის, ონლაინ ლექციებს ჩაატარებენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, როგორებიც არიან:

ნეირომეცნიერი რობერტ საპოლსკი; ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი მერი ჰელენ იმორდინო იანგი; Google [X]-ის ყოფილი CEO და საერთაშორისო ბესტსელერების (Solve for Happy; Scary Smart ) ავტორი  მო გაუდატი; სამიტს ეწვევა ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი ტონი რიდლი. 

ორდღიანი სამიტი გააერთიანებს კლინიკურ სამედიცინო კონფერენციებს ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიის, ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით. საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი სამედიცინო ექსპერტები, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დარგის სპეციალისტებისთვის მოხსენებებს წაიკითხავენ კლინიკურ მიღწევებსა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე.

ვიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტი - www.vian.health 14-15 ოქტომბერს ჩატარდება და მას სტამბა და Rooms Hotel Lab  უმასპინძლებს. ღონისძიების გენერალური სპონსორი და მთავარი თანამოაზრეა SOLO. პარტნიორები არიან - USAID, M2, Imedi L.  

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები