USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
PAUL Georgia ახალ ფილიალს ხსნის

PAUL Georgia ახალ ფილიალს ხსნის

2023-06-06 20:15:26

ფრანგული რესტორანი PAUL Georgia თბილისში, ნინო რამიშვილის 37-ში, მზიურის პარკთან ახალ ფილიალს ხსნის. 

როგორც Business Insider Georgia-ს რესტორნის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი გოგოლაძემ განუცხადა, ეს თბილისში რიგით მეხუთე ფილიალია და ბრენდი რეგიონებში გასვლასაც აპირებს. 

„ამ ფილიალის დიზაინი განსხვავებული, ხოლო მენიუ უცვლელი იქნება. რესტორანი გათვლილია 100 სტუმარზე. ხუთ ფილიალს ვფლობთ. თბილისში კიდევ 5-ის გავხსნით და შემდეგ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავალთ“ - ამბობს გიორგი გოგოლაძე.

მისი თქმით PAUL-ის კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ფრანგული პროდუქცია ცხვება ფრანგული ფქვილით და ექსკლუზიურია საქართველოს ბაზარზე. 

2023 წელს თბილისში PAUL-ის ბრენდით კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები