USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდნარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდნარეობს

2023-03-08 17:20:27

„არა რუსულ კანონს!“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტთან იმყოფებიან სტუდენტები, „ქალების მარშის“ მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ქალთა მარშმა“ ახლახანს მანიფესტი წაიკითხა. 

რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები