USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტში 100 ხმის შეგროვებასთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტში 100 ხმის შეგროვებასთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ - ირაკლი ქადაგიშვილი

2023-10-01 14:15:54

ჩვენ ავირჩიეთ ეს სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა დონეზე დავაბრუნოთ საკონსტიტუციო წესრიგი. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება პარლამენტში 100 ხმის შეგროვებას, ჩვენ რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით არავისთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. მთავარი ამოცანაა, რომ სწორედ ეს სამართლებრივი შეფასება არსებობდეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები