პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონსა და "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები 76 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა უფლებამოსილი იქნება 2023 წელს შესაბამისი ნორმატიული აქტი გამოსცეს.
ამავე პროექტით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, ასევე ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით მიღებული სარგებელი.
კანონპროექტი 1 იანვრიდან ამოქმედდება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში