USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა

პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა

2023-03-06 09:14:14

პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

„მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 9:30 საათზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები