USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტის ეთიკის საბჭო 22 წევრით განისაზღვრა

პარლამენტის ეთიკის საბჭო 22 წევრით განისაზღვრა

2023-10-26 18:15:48

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 22 წევრით განისაზღვრა.  ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც   საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხი განიხილეს.

მისი თქმით,  ცვლილების მიზეზი პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის  -  „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის" შექმნა გახდა.

„პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის ეთიკის საბჭოში  თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა და  ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნიდან გამომდინარე ერთი წევრი დაემატა ოპოზიციას, ერთი  კი - უმრავლესობას.  შესაბამისად, კვოტები განისაზღვრა 22 წევრით: 11 უმრავლესობა, 11 - ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა წარმოდგენილი კვოტები დაამტკიცა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები