USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტი ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ ნივთებზე განბაჟების ლიმიტის 300 ლარიდან 700 ლარამდე გაზრდაზე მსჯელობს

პარლამენტი ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ ნივთებზე განბაჟების ლიმიტის 300 ლარიდან 700 ლარამდე გაზრდაზე მსჯელობს

2023-10-30 14:00:49

პარტია „მოქალაქეების“ ხელმძღვანელი ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ ნივთებზე განბაჟების ლიმიტის 300 ლარიდან 700 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

საკითხი ალეკო ელისაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დააყენა.

2009 წლიდან 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილები განბაჟებას ექვემდებარება. ელისაშვილს მიაჩნია, რომ ლარის დევალვაციის გათვალისწინებით ლოგიკური იქნება თუ ეს ზღვარი 700 ლარამდე გაიზრდება.

„2009 წლამდე 1500 ლარიანი ლიმიტი იყო, ახლა 300 ლარიანი ლიმიტი მოქმედებს. თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ დღევანდელი 300 ლარი ოდნავ მეტია 100 დოლარზე. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ ლოგიკური და ადექვატური იქნებოდა ლარის დევალვაციის გათვალისწინებით ეს ზღვარი გაიზარდოს 700 ლარამდე“, - აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე ელისაშვილმა. „მოქალაქეების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს საბაჟო და საგადასახადო კოდექსებში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები