USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს

პარლამენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს

2024-01-29 10:18:00

პარლამენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს. პირველი შეხვედრა დღეს, 9:00 საათზე დაიწყო. შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წევრები ესწრებიან.

შეხვედრაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორიც. დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, არჩევნები - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაზეც პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ.

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ შეხვედრას დაესწრებიან და მმართველი გუნდისგან სამომავლო გეგმების გაცნობას ელოდებიან. მმართველ გუნდში კი იმედს გამოთქვამენ, რომ ამჯერად მათი ოპონენტები კონსტრუქციულები იქნებიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები