,,პარაისო" ცნობილი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის უნიფორმების ხაზით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ,,პარაისო" სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი თეონა ფერაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, მათი მომსახურების მიმართ მოთხოვნა მუდმივად მზარდია, ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2022 წელი, როცა წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა გაორმაგდა.
,,ჩვენი სამკერვალო პანდემიამდე შეიქმნა და მალევე მიიქცია ყურადღება. ძირითადი აქცენტი ხარისხზე გავაკეთეთ, ეს გზა ავირჩიეთ და დღემდე მივყვებით, რაც ნდობის მოპოვებაში დაგვეხმარა. პანდემიურ პერიოდში, როგორც ყველა ბიზნესისთვის, იყო გარკვეული სიძნელეები, მაგრამ გადავლახეთ. მოთხოვნაც თანდათან გაიზარდა და დღეს ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ,,პარაისოს" მუდმივი მომხმარებელია. სამკერვალო მუშაობს ინდივიდუალურ შეკვეთებზეც, თუმცა ძირითადი მიმართულება უნიფორმების წარმოებაა, რაზეც მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა 2022 წელი, როცა წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა. აქტიურ ტემპს დღემდე ვინარჩუნებთ. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე გაფართოებას ვაპირებთ, სამომავლო გეგმაში კი ექსპორტიც მოიაზრება, სადაც არჩევანს სავარაუდოდ, ევროპაზე გავაკეთებთ", - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
კომპანია 2016 წელს დეიდაშვილებმა, თამთა ფურთუხიამ და თეონა ფერაძემ დააფუძნეს. ,,პარაისო" წლიურად 300 000 უნიფორმას კერავს. გარდა ამისა, ბრენდი ფერადი კოლექციების, ყოველდღიური კაბებისა თუ კლასიკური სამოსის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში