პანდემიის შემდეგ ოპტიკური და მზის სათვალეების გაყიდვების მაჩვენებელი, ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ძველ ნიშნულს ჯერ არ დაუბრუნდა, თუმცა რეალიზაცია 5-10%-ითაა გაზრდილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „სანის“ დირექტორმა ნიკოლოზ სხირტლაძემ განუცხადა.
კომპანია სანი/SANI , რომელიც ადგილობრივ საცალო და საბითუმო ბაზარზე ოპტიკური და მზის სათვალის გაყიდვების სეგმენტში 1993 წლიდან ოპერირებს, (2011 წლიდან სანის ბრენდით) 9 ფილიალითაა წარმოდგენილი. აქედან 8 ფილიალი თბილისშია, ხოლო 1 ბათუმში.
ნიკოლოზ სხირტლაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, ბაზარზე ვითარება შეცვალა და მოთხოვნა, ძირითადად ოპტიკურ და ბიუჯეტურ სათვალეზეა გაზრდილი.
„მოთხოვნა გაზრდილია ოპტიკურ სათვალეზე, ხოლო მზის სათვალეზე კი სეზონურია. გაყიდვები უფრო ეფექტურია გაზაფხული- ზაფხულის ჩათვლით. პანდემიის შემდეგ მომხმარებელს ითხოვს უფრო ბიუჯეტური ფასის სათვალეს.
პროდუქცია ევროპიდან და აზიიდან შემოგვაქვს. ფილიალებში ყველა ბრენდია. Მათ შორის ნიშური ბრენდები ჭავჭავაძის, პეკინისა და ბათუმის ფილიალშია წარმოდგენილი. ესაა ევროპული ხელნაკეთი სათვალეები, რომლის დამზადებასაც 40 დღე სჭირდება.
ასევე კომპანიას აქვს ოპტიკური მინების დამზადების სერვისი, რომელსაც მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სწრაფად ვთავაზობთ. „სანის“ ფილიალებში გვაქვს ექიმის კონსულტაციის სერვისიც“, - ამბობს ნიკოლოზ სხირტლაძე.
კომპანია „სანი“ ასევე საქმიანობს საბითუმო ბაზარზე. დაბალბიუჯეტიანი ნაწარმი ძირითადად თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ ფილიალებშია წარმოდგენილი, ხოლო პრემიუმ სეგმენტის სათვალეები კი ცენტრალურ უბნებში მდებარე ფილიალებში.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ კონკურენციას, Business Insider Georgia-თან კომპანია „სანის“ დირექტორმა ნიკოლოზ სხირტლაძე ამბობს, რომ ბაზარზე ნიშას რამდენიმე მსხვილი კომპანია ინაწილებს.
„უფრო მეტი კომპანია რომ იყოს წარმოდგენილი, ბაზარი გამოცოცხლდებოდა“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
ამ დროისთვის კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული. „სანი“ ადგილობრივ ბაზარზე არეალის გაფართოებას გეგმავს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში