USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოთხი რეგიონი, სადაც მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა

ოთხი რეგიონი, სადაც მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა

2023-04-28 11:20:37

საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ - მარტის პერიოდში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 2 195 ნებართვა  გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლებია. 

ამასთან, ნებართვები გაცემულია 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდში განაშენიანებულ ფართთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტია.

გაცემული ნებართვების 74.9 პროცენტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის: 

თბილისი - 49.2 %;

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - 10.1%,

ქვემო ქართლის რეგიონი - 8.5 %;

იმერეთის რეგიონი - 7.1 %. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები