USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოთარ გრიგოლია: გაუგებარია, თუ  რატომ უნდა იყოს ფინანსების გამჭვირვალეობა პრობლემა იმ ორგანიზაციებისთვის,  რომლებიც მუდამ საუბრობენ დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე

ოთარ გრიგოლია: გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს ფინანსების გამჭვირვალეობა პრობლემა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუდამ საუბრობენ დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე

2024-04-10 16:02:00

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არსი არ არის არც ფინანსების მიწოდების  შეფერხება, არც ვინმეს მტრად გამოცხადება.  ამ კანონის ერთადერთი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველასთვის ცნობილი იყოს, თუ რა მიმართულებით მიედინება ის ძირითადი რესურსები, რომლებსაც დონორები ხარჯავენ“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  მისი განმარტებით, კანონპროექტი სამართლებრივ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და მისი ძირითადი მიზანი გამჭვირვალეობაა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან  ის რეაქცია, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში არსებობს, გადაჭარბებულია.

„ჩემთვის გაუგებარია, თუ  რატომ უნდა იყოს ფინანსების გამჭვირვალეობა პრობლემა იმ ორგანიზაციებისთვის,  რომლებიც მუდამ საუბრობენ დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე. ამ საკითხზე გადაჭარბებული რეაქცია  ამ პროცესის პოლიტიზებაზე მიანიშნებს. როდესაც ქვეყანაში არსებობენ დესტაბილიზაციის მომწყობი ჯგუფები, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი. აქ საგანგაშო არაფერია, მით უმეტეს, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ღიაობაზე და არა სამართლებრივ რეგულაციებზე“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერი საჯარო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. მისივე განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოხდეს იმ ხარჯების დეკლარირება, რომლებსაც ისინი გასწევენ.

„ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით  დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მაგრამ არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც პირდაპირი  ბენეფიციარები არიან გარკვეული ტიპის დაფინანსების და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ფინანსდება მათი რადიკალური ქმედებები“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

 

საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, როდესაც გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ასეთი რეაქცია,  ეს მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ერთგვარი, რომ ფინანსების ნაკადი იყოს  გაუმჭვირვალე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები