USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში საკუთარი ქონების ნაწილი შვილზე გადააფორმა

ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში საკუთარი ქონების ნაწილი შვილზე გადააფორმა

2023-09-21 10:43:26

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც რამდენიმე დღის უკან აშშ-მ დაასანქცირა, საქართველოში საკუთარი ქონების ნაწილი შვილზე ანზორ ფარცხალაძე გადააფორმა. სულ საუბარია 12 უძრავ ნივთზე. 

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები უკვე იძებნება და ის 20 სექტემბრით თარიღდება. 

ირკვევა, რომ თითოეული უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის ოთარ ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად კი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს შემდეგი უძრავი ქონება გადასცა: სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი; სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1030.00 კვადრატი; სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი; ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 25.28 კვადრატი; ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 26.04 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი; კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი; ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) - 77.51 კვადრატი; ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა; ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები