USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ონლაინ ჯავშნების პლატფორმებზე მოთხოვნა მზარდია - Eurostat

ონლაინ ჯავშნების პლატფორმებზე მოთხოვნა მზარდია - Eurostat

2023-10-30 09:00:03

2023 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში სტუმრებმა, მოკლევადიანი საცხოვრებლის დაქირავებით თითქმის 153 მილიონი ღამე გაატარეს.  

მათ საცხოვრებელი Airbnb-ის, Booking-ის, Expedia Group-ისა ან TripAdvisor-ის საშუალებით დაჯავშნეს.

ეს მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,8%-ით არის გაზრდილი. 

პლატფორმის ჯავშნების მიხედვით, ტურისტებმა აპრილში ევროკავშირში ონლაინ პლატფორმების საშუალებით დაჯავშნილ საცხოვრებელში  46,7 მილიონი ღამე გააატარეს, რაც 2022 წლის აპრილთან შედარებით 19.5%-იან ზრდას აჩვენებს. 

მაისში ეს რიცხვი 47.6 მილიონ ღამემდე გაიზარდა (+22.6% 2022 წლის მაისთან შედარებით), ხოლო ივნისში ჯამურმა მაჩვენებელმა შეადგინა 58.7 მილიონი (+8.4% 2022 წლის ივნისთან შედარებით).

2023 წლის პირველ ნახევარში სტუმრებმა გაატარეს დაახლოებით 237 მილიონი ღამე ევროკავშირის მოკლევადიანი გაქირავებით დაჯავშნილი ონლაინ პლატფორმების საშუალებით. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა 2022 წელთან შედარებით (199 მილიონი ღამე; +18,8 %); აღსანიშნავია, რომ გატარებული ღამეები ბევრად აღემატება პანდემიამდელ დონეს (193 მილიონი ღამე 2019 წელს; +22.6%).

აღნიშნული ინფორმაციის წყაროა ევროსტატი. 

ალპური ზამთრის მიმართულებები პოპულარული იყო 2023 წლის პირველ კვარტალში

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული სანაპირო დასასვენებელი მიმართულებები პოპულარულია მთელი წლის განმავლობაში, სხვა რეგიონები ტოპ 20-ში უფრო გამოხატული სეზონურობით მოხვდნენ.

2023 წლის პირველ კვარტალში ონლაინ პლატფორმების საშუალებით დაჯავშნილი საცხოვრებლის მოკლევადიანი გაქირავებისთვის ყველაზე პოპულარული შემდეგი რეგიონები იყო: Rhône-Alpes საფრანგეთში (5,2 მილიონი ღამე), და Canarias ესპანეთის რეგიონები (5,0 მილიონი) და Andalucía (4,3 მილიონი). 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები