USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა - პრეზიდენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა - პრეზიდენტი

2024-01-22 16:50:00

საქართველოს პრეზიდენტი სოხუმის ეროვნულ გალერეაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს. 

„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე. მისწერეთ პრეზიდენტის მასალები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სოხუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში ხანძარი მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ სრულად განადგურდა. ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის ე.წ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, დინარა სმირმას ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი დაიწვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები