USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება

ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება

2023-07-06 18:22:11

26-27 ოქტომბერს თბილისში რიგით მეოთხე, საერთაშორისო „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი გაიმართება.

ფორუმზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის მეთაური, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

წინასწარი მონაცემებით ფორუმს დაესწრება დაახლოებით 2000-მდე სტუმარი.

აღნიშნული ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

ასევე, ფორუმი მიზნად ისახავს ინვესტორებსა და კომპანიებს მიაწოდოს ინფორმაცია აბრეშუმის გზის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივების და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, რომ გამოჩნდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და მოხდეს უცხოური და ქართული ბიზნესების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები