ნუშის მოსავლიანობა იზრდება, თუმცა გადამუშავების მხრივ პრობლემაა. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შარშან მხოლოდ ერთი გადამამუშავებელი ქარხანა იღებდა პროდუქტს და ისიც მხოლოდ საკუთარი მოსავლის გადამუშავებას ახდენდა.
რაც შეეხება მოსავლიანობას, ასოციაციის პროგნოზით, 2023 წელს ნუშის რაოდენობა სავარაუდოდ 2000 ტონას მიაღწევს. 2022 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1000-1200 ტონა იყო. აქედან 700 ტონა მხოლოდ ერთ დიდ პროექტზე ,,უდაბნოზე’’ მოდის.
,,2023 წლისთვის ნუშის მოსავალი, მინიმუმ 2000 ტონას მიაღწევს. კაკლისგან განსხვავებით, ნუში საექსპორტო პროდუქტია და ადგილზე მასშტაბურად არ გამოიყენება. შესაბამისად აუცილებელია მისი გატეხა და საექსპორტო ბაზარზე გატანა. კაკლისგან განსხვავებით, იშვიათად ხდება გაუტეხავი ნუშის ექსპორტი. შესაბამისად მნიშვნელოვანია ახალი ქარხნების გაჩენა, რომლებიც შეძლებენ მზარდი მოსავლის გადამუშავებასა და ბაღების მომსახურებას“, - აცხადებენ ასოციაციაში.
სექტორში ერთ-ერთი გამოწვევა კადრების დეფიციტს უკავშირდება.
„აგრონომიული ცოდნა დაბალ დონეზეა. პრობლემის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია. მუდმივად ხდება ესპანური და იტალიური გამოცდილებების იმპორტი ქვეყანაში, წლის განმავლობაში არაერთი ტრენინგი, სემინარი და საველე პრაქტიკების გაზიარება ხდება ნუშის ინდუსტრიაში მომუშავე ფერმერებისთვის.
5 მაისს გვქონდა ესპანელი სპეციალისტების სემინარი ნუშის წარმოების აგროტექნოლოგიებსა და არსებულ გამოწვევებზე, რომელსაც 30-ზე მეტი ფერმერი ესწრებოდა. წელსაც აქტიური ვიქნებით ამ მიმართულებით“, - აცხადებს ასოციაციის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქართული ნუშის ექსპორტი, თუმცა ადგილი აქვს რეექსპორტს და უცხოეთიდან შემოსული ნუში გადის სხვა ქვეყნებში.
ასოციაციის ინფორმაციით, ნუშის ფასი ბოლო წლებია მცირდება მთელ მსოფლიოში. ამ ეტაპზე 1 კგ. პროდუქტის ფასი ნუშის გულის ფასი 4 ევროს ფარგლებშია. ხოლო გაუტეხავი კაკლის საბითუმო ფასი მერყეობს 2 დან 3 ევრომდე.
ამდენად, 2022 წელს ქართველმა ფერმერებმა, რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი ბაზრიდან გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე ექსპორტის შემთხვევაში მიიღებდნენ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში