თბილისში და დედაქალაქის მიმდებარედ ნისლის მაღალი კონცენტრაციის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეისების მიღება უჭირს. ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს აეროპორტში დაუდასტურეს.
ამ დროისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი რეისებიდან სამი თვითმფრინავი სათადარიგო აეროპორტში დაეშვა.
Qatar Airways-ის საჰაერო ხომალდი დოჰა -თბილისის რეისს ასრულებდა და ნისლის გამო ერევნის აეროპორტში დაჯდა. ასევე ამავე აეროპორტში დაეშვა Jazeera Airwais-ის თვითმფრინავი. ხოლო რაც შეეხება Azimut-ს, მისი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში