USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნიკორა“ ჯგუფში, საშუალო ანაზღაურება გადასახადების გათვალისწინებით 2022 წელს ₾1047 შეადგენდა

„ნიკორა“ ჯგუფში, საშუალო ანაზღაურება გადასახადების გათვალისწინებით 2022 წელს ₾1047 შეადგენდა

2023-10-19 11:20:04

„ნიკორა“ ჯგუფში, ფინანსური ანგარიშის თანახმად, თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება, გადასახადების გათვალისწინებით 2022 წელს 1047 ლარს შეადგენდა, 2021 წელს კი 868 ლარის ტოლი იყო. 

გადასახადების გამოკლებით, უხეში დათვლით საშუალოდ თანამშრომლები „ნიკორაში“ 2022 წელს 821 ლარს იღებენ ხელზე, 2021 წელს კი 681 ლარს. 

2022 წელს „ნიკორას“ საქართველოს მასშტაბით 465 ფილიალი ჰქონდა, 2021 წელს კი 372 ფილიალი.

შესაბამისად, საშუალოდ ბრენდის ერთ ფილიალში 14.4 ადამიანი მუშაობდა 2022 წელს,  15.5 ადამიანი. 

საგულისხმოა, რომ  2022 წელს,  „ნიკორას“ შემოსავლებმა ₾895 მილიონი შეადგინა. 

2022 წელს „ნიკორას“ საკვები პროდუქტების რეალიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის (ბრუნვის) 62% შეადგინა, 2021 წელს კი 72%-ს უდრიდა.

2022 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვნებელთან მიმართებით 125%-ით ( 25 მილიონით მაღალია), 2021 წლის წმინდა მოგება კი შესაბამისად  20.2 მილიონ ლარს შეადგენდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები