USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ნავთობის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

2023-09-19 10:55:53

დღეს დილით ნავთობის მსოფლიო ფასი კიდევ გაიზარდა.

Brent-ის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 0,69%-ით გაძვირადა და ბარელზე $95,08 შეადგინა, რაც  გასული წლის 15 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე გაძვირდა WTI-ის ფიუჩერსები - 0,83%-ით, $91,33 -მდე. 

საბაზრო დეფიციტის მოლოდინისა და OPEC+-ის ქვეყნების მიერ წარმოების შემცირების მცდელობის ფონზე გრძელდება ნავთობის ფასების მხარდაჭერა. OPEC-მა და საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) გასულ კვირას თავიანთ ანგარიშებში მიწოდების დეფიციტზე მიუთითეს. 

„$100-მდე უახლოესი ზრდის რისკები შეიძლება გაიზარდოს მიმდინარე იმპულსთან ერთად, მაგრამ ჩვენ ნაკლებად გვჯერა, რომ ის მდგრადი იქნება“, - ციტირებს Bloomberg-თან ჩარა ჩანანა, Saxo Capital Markets Pte-ის ბაზრის სტრატეგი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ინფლაციის დაჩქარებამ შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის ახალი გამკაცრება გამოიწვიოს, რადგან OPEC+-ის ქვეყნები მოთხოვნას ვერ აკონტროლებენ.

ფასების ზეწოლის ფონზე, ტრეიდერები მონიტორინგს გაუწევენ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) შეხვედრის შედეგებს.

ამერიკული მარეგულირებელი განაკვეთებს გასული წლიდან ინფლაციის დაჩქარების ფონზე ზრდის. ოთხშაბათს, როგორც მოსალოდნელი იყო, Fed-მა შესაძლოა, წლიური განაკვეთი მიმდინარე დონეზე 5.25-5.5% შეინარჩუნოს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები