USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავამ ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ნათია თურნავამ ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2024-03-28 23:48:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან რობინ იუტერლინდთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქართულმა მხარემ ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები, მონეტარული პოლიტიკის არსებული ჩარჩო, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, საბანკო ზედამხედველობის კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებსაც. 

ნათია თურნავამ ნიდერლანდურ მხარეს თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდური მხარე სებ-ს არაერთი მიმართულებით ეხმარება, მათ შორის ფინანსური განათლების მიმართულებით.

"ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ფინანსური განათლება კი ყველა ქვეყნისთვის საერთო საზრუნავია. ამ მხრივ ევროპულ თანამეგობრობაში საქართველო ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია", - აღნიშნა ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები