USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციის წევრ ბანკებს დეველოპერული სექტორის დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით ესაუბრა

ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციის წევრ ბანკებს დეველოპერული სექტორის დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით ესაუბრა

2023-10-07 13:09:16

ბიზნეს სექტორთან მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის რეგულაციებს დეველოპერული სექტორის დაფინანსების ჭრილში.

"საქართველოში დეველოპერული სექტორის დაფინანსების რეგულაციების პრინციპებთან დაკავშირებით კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. ვისაუბრეთ რეგულაციების შემდგომ დახვეწაზე ისე, რომ დაფინანსების რისკები სათანადოდ იყოს მართული. ამავდროულად, აუცილებელია ბანკებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებისათვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები