USD 2.8095

EUR 2.9106

TRY 0.0783

GBP 3.4877

RUB 0.028964

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

2023-12-01 15:22:17

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა.

მხარეებმა ეროვნული ბანკის ADB-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს, ასევე ინფლაციის შეკავების თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა სებ-ის ინოვაციურ პოლიტიკაზე, მათ შორის ფინტექ ეკოსისტემისა და ელექტრონული სერვისების განვითარების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისკენ მიმართულ პროექტებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აქტივაციის დაჩქარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ასევე იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ დგამს.
მხარეებმა ისაუბრეს ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების, ისე განხორციელებული რეფორმების წარმოჩენის მიმართულებით. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. 2024 წელს  საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას.

„ADB-ისა და საქართველოს პარტნიორობა თითქმის სამ ათეულ წელს ითვლის. აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივი,  მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია. მომავალ წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. საქართველო უმასპინძლებს მაღალი რანგის დელეგაციებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და  კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენს ქვეყანაშივე მოგვეცემა საშუალება გლობალურ პლატფორმებზე წარმოვაჩინოთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და დავამყაროთ ახალი კონტაქტები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, ADB-ის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ესწრებოდნენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები