USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება

ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება

2024-03-13 14:10:00

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, კონტრაქტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს, უკვე შერჩეულია.

 

„პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება როგორც ეზო, ასევე, გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.                  

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები