USD 2.7894

EUR 3.0396

TRY 0.0763

GBP 3.607

RUB 0.032608

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობით განხორციელდება - ეკონომიკის მინისტრი

ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობით განხორციელდება - ეკონომიკის მინისტრი

2023-09-04 22:13:03

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს  ჩართულობით განხორციელდება, ინტენსიური დიალოგით ადგილობრივ მოსახლეობასთან.  

„ნამახვანჰესთან დაკავშირებით იცით, რომ აქ ხელშეკრულება შეწყდა და პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობით განხორციელდება და ინტენსიური დიალოგით მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა კომუნიკაცია სწორად მოხდეს. პროექტს არ აქვს არანაირი გარემოსდაცვითი, სამშენებლო და სხვა რისკი და ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სექტემბერში ENKA Renewables-მა, რმელიც ნამახვანჰესს აშენებდა საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულება გაწყვიტა. 

„ჩვენი კომპანია, რომელიც 90%-ს ფლობს, ENKA Renewables-ი საქართველოს აცნობებს, რომ წყვეტს ნამახვანჰესის აშენებასთან, განვითარებასთან და ფლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას საქართველოსთან. ამის მიზეზად ასახელებს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორს-მაჟორს“, - ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში. 

მალევე კი საქართველოს მთავრობამ დააანონსა, რომ ჰესს თავად ააშენებდნენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები