USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მზეთამზე“ თონის პურის წარმოებას იწყებს

„მზეთამზე“ თონის პურის წარმოებას იწყებს

2023-06-02 16:20:39

„გემოვანი“ თონის პურის წარმოებას იწყებს. როგორც ცნობილია, კომპანია ,,მზეთამზეს" ბრენდით ქართული ჯიშის ხორბლისგან დამზადებულ პურს აწარმოებს. ცხობაში გამოიყენება ბუნებრივი მაჭრის საფუარი, რაც 100%-ით უვნებელი და ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტია. როგორც ,,გემოვანის" დამფუძნებელი ირაკლი ჩავლეშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, თონეებთან მოლაპარაკების პროცესი დასრულებულია და შეთანხმდნენ, რომ ,,გემოვანის" მიერ მიწოდებული ფქვილით და ტექნოლოგიით დამზადდება თონის პური, რომლის რეალიზაციასაც თვითონ მოახდენენ. ,,ქარხნის დონეზე, ინდუსტრიულად არსად არ აცხობენ პურს, ამ მხრივ პირველები ვართ. პურის ინდუსტრიაში მასიურად გამოიყენება საფუარი, ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ და პურის წარმოება დავიწყეთ ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე. ბაზარს შევთავაზეთ დახვეწილი ინდუსტრიული რეცეპტით დამზადებული პური, რომელიც ჯანსაღი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქტია. ახალ პროექტზე რამდენიმე თონესთან ექსპერიმენტულ რეჟიმში ვიმუშავეთ. პარალელურად ვთანამშრომლობთ ქსელურ მარკეტებთან, პროდუქცია პირველ ეტაპზე ,,ნიკორას" და ,,2 ნაბიჯის", ასევე სხვა სუპერმარკეტების ქსელებში გაიყიდება. ტექნოლოგია აქაც უცვლელი იქნება. თონის პური მაჭრის საფუვრით დამზადდება, ანუ ყოველი ცხობისას „დაძინებულ“ საფუარს „ვაღვიძებთ“ და ისე ვიწყებთ ცხობას, ამ მიდგომამ პური სრულყოფილი გახადა, სამყაროში იშვიათ პურს ვაწარმოებთ", - აცხადებს ირაკლი ჩავლეშვილი. ამ ეტაპზე ,,მზეთამზეს" 7 000 -მდე პურს აწარმოებს და 700-მდე სუპერმარკეტში ჰყიდის. პროდუქტის მომხმარებელთა რიცხვი 10 000 -ს აჭარბებს. 0,5 კილოგრამიანი მაჭრის საფუვრით დამზადებული ,,მზეთამზეს“ პრემიუმ პურის მაღალი სეგმენტისთვის არის გათვლილი და 5 ლარი ღირს. კომპანიაში 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები